LL Consulting at a Glance
- Lina Buziashvili
- Apr 7
- 2 min read

ვინ ვართ ჩვენ?
LL Consulting 2022 წლიდან ოპერირებს, თუმცა თავის საქმიანობის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარება ეხლახანს დაიწყო. უკვე ძალიან გამოცდილმა გუნდმა გადაწყვიტა ახალი წლის ახალი გამოწვევებით დაწყება, რისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდა.
კომპანია კაფე-ბარებსა და რესტორნებს აწვდის წარმატებულად მოღვაწეობისთვის ყველა საჭირო სერვისს, როგორებიცაა ფინანსური დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია, მომწოდებლების შერჩევა და მარკეტინგული მხარდაჭერა.
ჩვენ ვიცით, რომ ეს სფერო ყოველდღიურად უამრავ სირთულეს აწყდება, სწრაფად ვითარდება, რაც განპირობებულია მომხმარებლებლის სულ უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის მოლოდინით.
ჩვენს გუნდს აქვს ცოდნა და გამოცდილება, რომ ცვლილებებს ფეხი ავუწყოთ და ვიფიქროთ უნიკალურ „გამოსავლებზე“.
ცოტა რამ ჩვენს ხედვაზე
LL Consulting-ის უნიკალურობა მის ვიწრო სპეციალიზაციაშია – ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ Horeca სექტორზე, რაც გვაძლევს უპირატესობას ამ ინდუსტრიის ღრმად გაანალიზებაში.
ჩვენი მთავარი პრინციპებია:
ინდივიდუალური მიდგომა – თითოეული ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინება და მათზე მორგებული, ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება
ინოვაცია და განვითარება – მუდმივად ვეძებთ ახალ მეთოდებს და ტექნოლოგიებს, რომლებიც Horeca ბიზნესს დაეხმარება მაქსიმალური ეფექტურობისა და სასურველი შედეგების მიღწევაში
გრძელვადიანი პარტნიორობა – ჩვენი მომხმარებლებისთვის არ ვართ მხოლოდ ერთჯერადი კონსულტანტები. LL Consulting ზრუნავს გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე Horeca ბიზნესებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს მუდმივად მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა
და რაც მთავარია
თქვენი ბიზნესი ჩვენი ბიზნესიცაა - ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს მოინდომო, წამოიწყო, ხანდახან წაიქცე, მაგრამ მაინც ადგილი დაიმკვიდრო ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ბაზარზე, შესაბამისად ნებისმიერ საკითხს ვუდგებით ისე როგორც ჩვენს საკუთარ კაფე-ბარსა თუ რესტორანს
რას გთავაზობთ?
ფინანსური დაგეგმვასა და ანალიზს – ხარჯების ოპტიმიზაცია, მოგების გაზრდის სტრატეგიები და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა
ბიზნესის მენეჯმენტსა და კონსულტაციას – ოპერაციების სრული ციკლის აწყობა - შესყიდვის მომენტიდან მარაგების აღწერამდე, და სტაფის მართვის სტრატეგიები
IT მხარდაჭერა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები – ციფრული სისტემების ინტეგრაცია და პროცესების ავტომატიზაცია
მარკეტინგი და ბრენდინგი – კრეატიული სარეკლამო კამპანიები, სოციალური მედიის მართვა, ბრენდის პოზიციონირება და მომხმარებელთა ჩართულობის სტრატეგიები
ჩვენი გუნდი კონსულტაციას გაგიწევთ ასევე სხვა თქვენთვის საინტერესო და საჭირო საკითხებში, თუნდაც დიზაინსა და ინტერიერის მოწყობაში.
აქვე გპირდებით, რომ არ შემოგთავაზებთ სტანდარტულ, ფურცელზე ათჯერ გადაწერილ გადაწყვეტებს. ნებისმიერი რეკომენდაცია იქნება მხოლოდ თქვენს საჭიროებაზე მორგებული.
წარმატების ისტორიები
ჩვენი გუნდი თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაფე-ბარებთან და რესტორნებთან, რომლებიც ხარისხით, სერვისითა და უნიკალური ატმოსფეროთი ლიდერობენ:
Candy
Mova Maisi
Harbor
Nips
The Secret Garden
Pomona Bar
და ბოლოს...
თბილისის Horeca სექტორი სწრაფად ვითარდება და ჩვენც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი ვართ. ვგეგმავთ განვითარებას, , ახალი პარტნიორების მოძიებას და დამატებითი სერვისების შეთავაზებას, რათა ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი წარმატებისთვის.
თუ თქვენ ფლობთ კაფე-ბარს ან რესტორან ან გეგმავთ ამ ბიზნესის დაწყებას და გსურთ ოპერაციების ოპტიმიზაცია, ფინანსური სტაბილურობა და მარკეტინგული წარმატება, მაშინ ჩვენ აქ ვართ.